უმუშევრად დარჩენილი ამერიკელები სახელმწიფო დახმარებას ვერ მიიღებენ

ამერიკის კონგრესის ინიციატივა, პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების კომპენსირებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს რესურსი არ გააჩნია, სრულად უზრუნველყოს უმუშევრად დარჩენილები.  

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესმა წარადგინა ინიციატივა, რომელიც თითოეული უმუშევრისთვის თვეში 600 დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითვალისწინებდა. დონალდ ტრამპის უარის მიზეზი კი ის გახდა, რომ პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული თანხა არასაკმარისია უმუშევრად დარჩენილებისთვის.  

მთლიანობაში, პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს უმუშევრებისთვის 900 მილიარდი ევრო უნდა გადაეხადა. დონალდ ტრამპის შეფასებით კი ეს თანხა იმდენად მიზერულია, უმუშევრებს რეალურად ვერ დაეხმარებოდა. ტრამპის თქმით, თითოეულ უმუშევრისთვის თვეში  დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა, სახელმწიფოს ამხელა თანხის რესურსი არ გააჩნია.

არაზუსტი ინფორმაციით, აშშ-ში, პანდემიის გამო სამსახური 14 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დაკარგა.

მსგავსი თემები