დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებს

დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებს. მას შემდეგ, რაც პარტიის წევრების და მხარდამჭერების თითქმის 65-მა პროცენტმა, ელექტრონული კენჭისყრით გზით, პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩია, ახლა გადაწყვეტილება უკვე ყრილობაზე უნდა დამტკიცდეს.

პარტიის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. 

“5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა არჩევნების პროცესი ინტერნეტის საშუალებით, სადაც 21 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ მათ გადაწყვიტეს, ვინ იქნებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჩვენმა პარტიამ წინ და ასე იქნება დღეიდან, დიახ, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს პარტია, ამ გადაწყვეტილების პროცესში ჩართული იქნება ყველა ჩვენი მხარდამჭერი,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

მსგავსი თემები