ფიტნეს კლუბებში სტიმულატორების გამოყენება უნდა კონტროლდებოდეს – თემურ უკლება 

  •  

საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე თემურ უკლება აცხადებს, რომ ​დოპინგური პრეპარატები, მათ შორის, ანაბოლურ – ანდროგენული​ სტრეოიდები, სტიმულატორების სახით დღეს ფიტნეს კლუბებში გაცილებით დიდი რაოდენობით გამოიყენება, ვიდრე პროფესიონალი სპორტსმენების მიერ.

როგორც თემურ უკლებამმედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, მათი უკონტროლო გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ანდროგენული​ ანაბოლური სტრეოიდები არის ტესტოსტერონის ანალოგები, იწვევს სათესლე ჯირკვლების ატროფიას, უშვილობას, იმპოტენციას. ქალებში მამაკაცის ჰორმონების გაძლიერებას, თმიანობას, ხმის ტემბრისა და კანის სტრუქტურის შეცვლას.

თამურ უკლება მოითხოვს გაკონტროლდეს ქვეყანაში არსებული ფიტნესკლუბები, ხოლო აღნიშნული პრეპარატის შემოტანა თუ შეიზღუდება, ის ფიტნეს კლუბებშიც აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

“ერთი ძალიან კარგი ნიშა აქვთ მოძებნილი, ის, რომ კანონი არ დაარღვიონ. ყველა ეს პრეპარატი შემოაქვთ საკვები დანამატების სახით. საკვები დანამატები არ არის მედიკამენტი, მის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული რეგულაცია მოქმედებს. პრეპარატს ურევენ საკვებში. ეს არა მხოლოდ ჩვენთან,  მთელს მსოფლიოში ასე ხდება”, – აცხადებს თემურ უკლება.

მსგავსი თემები