სენაკში ავტოავარიის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა

სენაკში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „არქიმედეში” გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულს აქვს მსუბუქი ჭრილობა შუბლის არეში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები