შალვა ნათელაშვილმა 67 000 ლარის სახელფასო ბიუჯეტი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა

“ლეიბორისტული პარტია” საკუთარი დამკვირვებლების ნაწილს ხელფასს არ გადაუხდის. შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებით, ანაზღაურებას იმ უბნებზე მომუშავე დამკვირვებლები ვერ მიიღებენ, სადაც პარტიამ ვერცერთი ხმა ვერ აიღო.

“ლეიბორისტული პარტია” უარს ამბობს, საპარლამენტო დაფინანსებაზეც, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებით შალვა ნათელაშვილს დეპუტატის კუთვნილი ხელფასი არ ჩარიცხვია.

თანხა დაერიცხა ელენე ხოშტარიას და იმ რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში წინა მოწვევის დროს მუშაობდნენ, მათ შორის ნატო ჩხეიძეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და ეს მმართველი გუნდის ოპოზიციის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

რატომ ჩაერიცხა დეპუტატების ნაწილს ხელფასი, განმარტება გაკეთდა პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანს ოფიციალური ინფორმაციით, თანხა ჩაერიცხათ წინა მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილების ვადაც 11 დეკემბერს ამოიწურა. 

მსგავსი თემები