23 წლის ექიმი „კოვიდ 19“-ით გარდაიცვალა

გიორგი ბუაძე 23 წლის იყო და ის მარნეულში, „ავერსის” კლინიკების ქსელში მუშაობდა. ახალგაზრდა ექიმმა კორონავირუსი დაამარცხა, გამოჯანმრთელდა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი გარდაცვლების მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია, რადგან უცებ გახდა ცუდად და მოულოდნელად გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები