თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

პროკურატურამ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.

საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები