საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი

  •  

საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 220 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 200 339 გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 170, PCR ტესტით – 7 251.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 396 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 701, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 464.

ამასთან, 25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი.

მსგავსი თემები