„ვაქცინები ყველასთან უნდა მივიდეს, პირველ რიგში შეჭირვებულებთან“ – რომის პაპის ქადაგება

რომის პაპის საშობაო ქადაგების ერთ-ერთი  მთავარი გზავნილი „კოვიდ 19“-ს ვაქცინებს დაეთმო. პაპი სახელმწიფოს მეთაურებს მიმართავს, რომ ნათელი შუქი ყველასთან მიიტანონ და ვაქცინა ყველას შეახვედრონ.

„როცა  გვაქვს ეკოლოგიური კრიზისი და მძიმე სოციალ-ეკონომიკური დისბალანსი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი მივიღოთ დებად და ძმებად. დღეს პანდემიის სიბნელისა და გაურკვევლობის პერიოდში, იმედის სხვადასხვა ნაპერწკალი ჩნდება, როგორიც არის ვაქცინების აღმოჩენა, მაგრამ იმისათვის, რომ ამ შუქმა გაანათოს და იმედი მოუტანოს მთელ კაცობრიობას, ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, – იქადაგა პაპმა.

პაპი ფრანცისკე  ქვეყნების ლიდერებს მიმართავს, რომ დისბალანსი გაათანაბრონ.

„ყველას ვთხოვ – სახელმწიფოთა მეთაურებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას, რათა იპოვონ გამოსავალი ყველასთვის, ვაქცინები ყველასთვის – განსაკუთრებით კი პლანეტის ყველა წერტილში ყველაზე მოწყვლადი და გაჭირვებული მოსახლეობისთვის. პირველ ადგილზე უნდა იყვნენ ყველაზე დაუცველი და გაჭირვებული ადამიანები“, – აღნიშნა რომის პაპმა ქადაგებისას.

მსგავსი თემები