ოკუპანტები საქართველოსთან საზღვარს აძლიერებენ

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“  ე.წ. ხელისუფლება  ახალ წელთან დაკავშირებით მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის კონტროლს აძლიერებს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გამკაცრებული ნორმები დაახლოებით 17 დღე შენარჩუნდება.

„26 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აძლიერებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, – ვკითხულობთ  ინფორმაციაში, რომელსაც დე ფაქტო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები