“ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას” – კახა კალაძე

ჩემი, როგორც მერის ამოცანაა, თბილისი იყოს მწვანე, მოწესრიგებული ტრანსპორტით, უკეთესი სოციალური დაცვის მექანიზმებით, ძლიერი ეკონომიკით, მოწესრიგებული განაშენიანებით, კომფორტულიდა სიცოცხლით სავსე ქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი სტიმულია ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება.

„მერწმუნეთ ეს მხოლოდ ჩემი, როგორ მერის ამოცანა არ არის, ეს პირადი ამბიცია და მიზანიც გახლავთ, რომ თბილისი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე წინა წლებში, რათა ჩვენს მომავალ თაობებს კომფორტული, ევროპული ტიპის, ისტორიით, ტრადიციებით, სიმწვანითა და სიცოცხლით სავსე ქალაქი დავუტოვოთ. თბილისმა, პირადად მე ძალიან ბევრი რამ მომცა. დაწყებული ადამიანებით, დამთავრებული იმ ემოციებითა და ურთიერთობებით, რაც ზრდასრულ ადამიანებად გვაყალიბებს, ადამიანებად, რომლებიც ერთმანეთზე, საკუთარ ქუჩაზე, უბანზე, ქალაქზე ვართ პასუხისმგებლები.ძალიან ამაყი ვარ, რომ მომიწია ჩემი ქვეყნა მსოფლიო ასპარეზზე მესახელებინა. გამეტანა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ. ახლა კი, მაქვს პატივი ჩემს ქალაქსა და მოქალაქეებს ვემსახურო ჩემს გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად ვინც ყოველდღიურად შრომობთ, ენერგიას არ ზოგავთ ამ ქალაქის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის აკეთებთ მაქსიმუმს. ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველდღიურად თბილისელების მხრიდან, არის ძალიან დიდი სტიმული და გვაძლევს დამატებით ენერგიას, 24 საათის განმავლობაში ვემსახუროთ თბილისსა და თბილისელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები