“გამიხარდებოდა საკრებულოში რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“გა­მი­ხარ­დე­ბო­და აქ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ცო­ტას გა­ვერ­თო­ბო­დით”, – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ოპო­ზი­ცი­ის არ­ყოფ­ნას.

კა­ლა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცია თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს და ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია.

“მათი გა­და­სა­წყვე­ტია, ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ირ­ჩევს თა­ვის გზას. მე გა­მი­ხარ­დე­ბო­და აქ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ცო­ტას გა­ვერ­თო­ბო­დით, თუმ­ცა, მათ არ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, ისი­ნი არ იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­შე და იმ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა თბი­ლისს და თბი­ლი­სე­ლებს” – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის 2021 წლის ბი­უ­ჯე­ტი და­ამ­ტკი­ცა.

მსგავსი თემები