თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წაარდგინა

თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორ ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის წოდების მიხედვით გაზრდილ ხელფასებზე, გაუმჯობესებულ სოციალურ მიმართულებაზე, დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისთვის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრზე და შეძენილ სამხედრო ჯავშანმანქანებზე ისაუბრა.

მინისტრმა აქცენტი დაგეგმილ პროექტებზეც გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოში კიბერუსაფრთხოების ახალი ცენტრი შეიქმნება, ასევე, მომავალ წელს ქართული ჯარი სრულად აღიჭურვება ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას. განახლდება და გარემონტდება საჰაერო თვალთვალის რადარები. უწყება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებს დრონებს შეიძენს.

მსგავსი თემები