“კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც მიანიშნებს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც სტაბილიზაციის ნიშნებზე მიუთითებს. მისივე განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საწოლფონდის რაოდენობა იმატებს. 

“საყურადღებოა, რომ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების აქტივობა შენარჩუნდეს, რადგან ინფიცირების ყველა შემთხვევა დროულად გამოვლინდეს. ამიტომ, თხოვნა მექნება ყველასთან, რომ თუკი ოდნავ მაინც თავს შეუძლოდ გრძნობთ, მიდით და ტესტირება ჩაიტარეთ. 

რაც შეეხება საწოლების რაოდენობასა და დატვირთვას, გარკვეული შემსუბუქება აქაც შეინიშნება, დილის მდგომარეობით, კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 ადამიანი და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1 257 პაციენტს. გარკვეულად, საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება,”- აცხადებს თამარ გაბუნია. 

მსგავსი თემები