საქართველო იაპონიისგან შეღავათიან სესხს მიიღებს

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი  მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის საქართველო იაპონიისგან შეღავათიან სესხს მიიღებს. სესხი 343 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარო კონონომ,  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს ვიცე- პრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის (ფაზა ორის) სასესხო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასაფინანსებლად, იაპონიის მთავრობა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით 343 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას. აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები.

პროექტი 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

 

მსგავსი თემები