“ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები” – ირაკლი კობახიძე

უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დამტკიცებისას სიტყვით გამოსვლის  დროს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დანაკლისზე ისაუბრა:

“მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია, ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასა და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად წამს, რომ “ქართული ოცნება” ჭეშმარიტად პროდასავლური პარტიაა “ნაციონალური მოძრაობა” კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში აჟღერებული  რუსეთის ჰიმნი. პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი თბილისო, ძალიან დაგვაკლდა “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა, ძალიან დაგვაკლდა “გიორგი ვაშაძე აღმაშენებლის” მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ ტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას ვაჟკაცური, ბრჭყალებში, პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე, ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ დაგვაკლდა. ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება. ძალიან დაგვაკლდნენ სულხან გოდაბრელიძე, დავით ხაჩიშვილი, სიბაშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, ფაქტია რომ მაინც დაგვაკლდნენ, ეს ნახევრად სერიოზულობით, სერიოზულად კი უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი როგორიც არის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები