ოკუპანტებმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს

ოკუპირებული ცხინვალის „სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქე  ზაზა გახელაძეს პატიმრობის ვადა კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ.

დაკავებულის ოჯახის თქმით, მათ კომუნიკაცია წითელ ჯვართან ჰქონდათ და სთხოვეს, რადგან პატიმრობის ვადა გახანგრძლივდა, საპატიმროში გარკვეული ნივთები და პროდუქტები მაინც შეეგზავნათ. როგორც ოჯახი აცხადებს, მათ ამშვიდებენ, რომ ყველა მიმართულებით მუშაობენ თუმცა, დღემდე შედეგი არ არის.   

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. დაკავებულს „საზღვრის“ უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან.

მსგავსი თემები