“გახარიას ამ კომენტარით არ ვიცი, რა უნდა, წაქეზება თუ ნამუსზე აგდება…” – ზურაბ ჯაფარიძე

„გახარიას მხრიდან ოპოზიციაზე ლაპარაკი არის იმის მცდელობა, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძე ხელისუფლების 8 წლიან მმართველობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია.

“მას თუ მართლა ადარდებს ქვეყნის ბედი უნდა ხედავდეს რამხელა ღრმაა პოლიტიკური კრიზისი, მათი მიმართულების მიზანია, რომ ვიღაცას დაანახონ, რომ აქვს მრავალპარტიული პარლამენტი და ცდილობს ვიღაც შეიტყუოს პარლამენტში.

გახარიას ამ კომენტარით არ ვიცი, რა უნდა, წაქეზება თუ ნამუსზე აგდება.“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები