ნათია თურნავას განცხადებით, გახსნილი მაღაზიები მკაცრად კონტროლდება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, მაღაზიებსა და მოლებში, რომელიც დღეს დაიხსნა, ნაკადების მართვა ხერხდება და უხეში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„ძალიან სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა იყო პანდემიის შეკავება და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. თუმცა, პერიოდულად ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როდესაც ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ რისკებს, რა თქმა უნდა, შეიცავს. ძალიან მკაცრი რეგულაციების დაცვით გაიხსნა არასასურსათო, სავაჭრო სექტორი  მოლები, მცირე მაღაზიებიც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეკონომიკაში დიდი შემომტანი ვაჭრობაა. ამიტომ ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალიან მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს”, – განაცხადა თურნავამ.

სავაჭრო ობიექტები 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ. მთი სამუშაო საათი კი კი 07:00-დან 19:00 საათამდეა.

მსგავსი თემები