„ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები – ეს არის ჩვენი მიზანი“ – გიორგი გახარია

„ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები – ეს არის ჩვენი მიზანი, რომელზეც ეფექტურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბოლო 2 წელი იყო ყველაზე დატვირთული და ინტენსიური წვრთნების წლები და მისივე თქმით, საქართველოს ჯარი გააგრძელებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები – ეს არის ჩვენი მიზანი, რომელზეც ეფექტურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო. მოგეხსენებათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო ყველაზე დატვირთული და ინტენსიური წვრთნების წლები, როდესაც ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია თანაბარ დონეზე, ევროპული და ევროატლანტიკური და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად იმოქმედოს ნებისმიერ პირობებში და ეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დაამტკიცეს სამშვიდობო მისიებშიც. სამშვიდობო მისიებშიც, რომლებშიც მონაწილეობას საქრათველოს ჯარი გააგრძელებს პირველ რიგში იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თავისი ფუნქცია საერთაშორისო უსაფრთხოების დამყარების ნაწილში და მას ჰქონდეს კიდევ მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სტანდარტები დაუახლოვოს ნატო-ს სტანდარტებს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები