“ოპოზიციის წარმომადგენლებს მინდა მივმართო, დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის წარმომადგენლებს მინდა მივმართო – დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდოამაზე განაცხადა, სადაც  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას უსმენენ.

როგორც მდინარაძემ განმარტა,  ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული, სწორედ ამიტომ არიან დარბაზში ორივე მხარეს მათი ფრაქციის წევრების წარმოდგენილები.

“საზოგადოების ნაწილში გამოიწვია გარკვეული რეაქცია იმან, რომ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში ორივე მხარეს არიან გადანაწილებულები. საზოგადოებას და მედიასაშუალებებს, ვინც ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ რეაქციებს ახდენს, განვუმარტავ, რომ ეს არის ფრაქციის სხდომა და ფრაქციის სხდომაზე, ბუნებრივია, ასე ადგილები არ არის პერსონალურად განაწილებული. ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდდნენ – არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის, ტყუილად ნუ ანერვიულდებიან,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები