„11 000 ობიექტიდან მხოლოდ 500 გადარჩება“ – რესტორატორთა ასოციაცია „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სარესტორნო ბიზნესი განადგურებულია და უმძიმეს პირობებში უწევთ ყოფნა. ამ თემაზე ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავრში“ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ რესტორნები მინიმუმ 15 იანვრიდან არ გაიხსნა, მათ უკვე ვერაფერი გადაარჩენს.

„მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება. რესტორნების 80% იჯარითაა, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება მეიჯარეები ვერ შეძლებენ შეღავათის გაკეთებას რესტორნებისთვის და რესტორნებს მოუწევთ ფართიდან გამოსვლა. თუ ავიღებთ პანდემიამდე სიტუაციას, როდესაც 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება“, – განაცხადა ბურჯამაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მისივე შეფასებით, რესტორნებში ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ასეთ ბითარებაში გაჩერება წარმოუდგენელია.

“რესტორანში, სადაც ყველაფერი დარეგულირებულია და შექმნილია ის პირობები, რომ ადამიანმა იგრძნოს უსაფრთხოდ თავი, მიდიან ისეთ ადგილებში, აგარაკებზე თუ ქალაქ გარეთ, სადაც ეპიდემიის განვითარება უფრო მეტი არის.  ამ ლოგიკას რატომ ვერ უყურებენ ვერ ვხვდები. კონტროლის მექანიზმს კარგავენ და შესაძლებლობას აძლევენ ხალხს, რაც უნდათ, ის რომ აკეთონ. წლიური ბრუნვა ჩვენი სფეროსი იყო სამ მილიარდ ნახევარი დოლარი. ეს არის ის თანხა, რომლითაც ეკონომოკა იზრდებოდა. აქ 300 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს ადამიანები უმუშევრად რჩებიან. შიმშილის პირას არის სექტორი, თუ დროულად არ იქნა გადარჩენის შესაძლებლობა, გახსნას ვგულისხმობ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ.

მსგავსი თემები