“11 000-მდე ობიექტიდან, რომელიც დღემდე არსებობდა მხოლოდ 500 გადარჩება” -შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

“მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვის დიდხანს გაგრძელების პირობებში რესტორნებს იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ.

„მთავარი პრობლემაა ოპერირების შეზღუდვა. თუ ოპერირებას ვერ შევძლებთ და ეს მინიმუმ 15 იანვრიდან არ დაიწყება, როდესაც გადაწყდება, რომ გაიხსენით, რესტორანი უბრალოდ ვერ გაიხსნება. რესტორნების 80% იჯარითაა, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება მეიჯარეები ვერ შეძლებენ შეღავათის გაკეთებას რესტორნებისთვის და რესტორნებს მოუწევთ ფართიდან გამოსვლა. თუ ავიღებთ პანდემიამდე სიტუაციას, როდესაც 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება“,-აღნიშნა მან “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ. დასაშვებია პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები