„სექტორი აღარ არსებობს – განადგურებულია“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„დიდი მოლოდინი არ იყო რომ რაიმე გაიხსნებოდა, ჩვენი სექტორი არის ყველაზე დაზარალებული სექტორი, სექტორი აღარ არსებობს, სექტორში დახურულია თითქმის ყველაფერი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროების და რესტორნების სექტორი „მკვდარია“, როგორც ის განმარტავს პანდემიამ ყველაზე მეტად სწორედ სასტუმროების და რესტორნების ბიზნესი დააზარალა:

„სექტორი აღარ არსებობს, განადგურებულია,  ამ ეტაპზე რეალურად ამ მომუშავე სასტუმროებსაც უთხრეს, რომ ახალი წელი არ გააკეთონ და კლიენტურა მოაკლდება.

რესტორნებში და სასტუმროებში ყველაზე მეტად დაცულია ყველა პირობა, რეალურად 31 იანვრამდე ვიცით, რომ ვიქნებით დახურულები, მოლოდინის გაჩენამ ბევრჯერ დაგვაზარალა. პირველ ეტაპზე ვაპირებდით გახსნას პროდუქტი იყო შეძენილი და დავზარალდით, ამ პერიოდში მზადებაც კი აღარ გვქონია გახსნაზე, ჩვენ ყველამ ვიცოდით მეორე ეტაპზე რომ „ლოქდაუნი“ არ იქნებოდა და მთის კურორტებზე მაინც ნახავდნენ შემოსავალს სასტუმროები, რომ კომუნალური გადასახადები მაინც გადაგვეხადა.

ქვეყანაში დღესაც ერთ ათეულზე მეტი სასტუმრო არ არის გახსნილი, სექტორი არის განადგურებული, აღარ არსებობს,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები