პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს“ – ვახტანგ გომელაური

“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში,” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის – ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს.

„პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. პოლიციელს გააჩნია თმენის ვალდებულება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის უსაზღვრო. როგორც კი პოლიციელის მიმართ ჩადენილი ქმედება გასცდება კანონით დადგენილ წითელ ხაზებს, დამნაშავის მიმართ კანონი ამოქმედდება, მთელი სიმკაცრით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დავძაბოთ ვითარება, როცა არის აქციები. არ ვსაუბრობ თავდასხმაზე იარაღით ან რაიმე სხვა ნივთით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, თუმცა გვიწევს ხოლმე დაკავება. შემდეგ დიდი პრეტენზიები აქვთ ხოლმე, არა მარტო იმ ადამიანებს, არამედ პარტიებსა და მათ მიმდევრებს. დიდი მადლობა, ასევე, თქვენ, ყველას, მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები