“როდესაც მაღაზიები გაიხსნება, არ ვიაროთ ბევრი, ახალი წელი მოკრძალებულად გავატაროთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ახალი წელი მოკრძალებულად გაატარონ და როდესაც მაღაზიები გაიხსნება, ბევრი არ იარონ. 

“არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსს ვამარცხებთ, არა, იქამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. არის ახალი შემთხვევების შემცირების გარკვეული ტენდენცია, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ოდნავ შემცირდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია და ახალი ტალღა რთული იქნება შემდეგ სამართავად. ამიტომ, ვთხოვ მოსახლეობას ვიყოთ ძალიან ფრთხილად. წლევანდელ შობა-ახალი წელს ვიყოთ ძალიან მოკრძალებულები. როდესაც მაღაზიები გაიხსნება, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში და ერთმანეთთან,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები