“ლეგალურ სექტორში 1200-ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება ექნებათ” – ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სოციალური დახმარების მეოთხე ტალღაზე საუბრობს, რომელიც დიდწილად ბაზრობებზე მომუშავე ხალხს შეეხება.

“მე ძალიან კარგად მესმის, რომ მძიმეა ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ბაზრობებისთვის. დავაანონსეთ დახმარების მეოთხე ტალღა და მიდის ამის იმპლემენტაცია.

მათ შორის, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, ლეგალურ სექტორში იქნება 1200-ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს, ერთჯერადად, 300 ლარიანი დახმარება ექნებათ. ეს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ და ცოტახნით არ მოუწიოთ ბაზრობებზე მუშაობა,”-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები