ხაშურში ყაჩაღური თავდასხმის დროს დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ამ დრომდე მძიმეა ხაშურში მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულის სახლში მოხდა. 25 წლის ქალი უცხო პირმა დაჭრა, რომელიც, სავარუდოდ, ბინაში ძარცვის მიზნით შევიდა. წინასწარი ინფორმაციით, გამოყენებული იყო ცივი იარაღი. 

“ჩატარებული სადიაგნოსტიკო ღონისძიებების შედეგად დადგინდა მუცლის შემავალი ჭრილობა. ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია, ამ მომენტში პაციენტი მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს. სტაბილურად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, ჩატარებული ოპერაციის დროს, მუცლის ღრუში არსებული დაზიანებები მთლიანად აღმოიფხვრა,”- აცხადებს შპს “ახალი კლინიკის” დირექტორი კახა ხელაძე.

მსგავსი თემები