„ამნისტია, როგორც ვიცი 1000 – მდე პირს ეხება, ციხეში განწყობაა, რომ ეს არის დაცინვა“ – გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„როგორც ვიცი დაახლოებით 1000 – მდე პირს ეხება, მათგან კი ძირითადი ნაწილი ციხეში არაა და პირობითი სასჯელი მოეხსნებათ, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა მოვალეობის მოხდისთვის და არა მადლიერებისთვის,„ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საჭიროა ამნისტიის მასშტაბის გაფართოება:

„ციხეში საერთო განწყობა არის, ის, რომ ეს არის დაცინვა და თვალებში ნაცრის შეყრა, დღეს 10 000 – მდე პატიმარია და სასურველია მძიმე მუხლებს შეეხოს განახევრება ან გამესამედება.

მძიმე კრიმინალური ფონი არის აღქმა და არა რეალობა, დღეს 10 000 პატიმარია და სააკაშვილის დროს იყო 24 000 პატიმარი, ასეთი ძარცვა და მკვლელობა ყოველთვის ყველგან ხდება, მაგრამ მთავრი ნიუსი არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის ეს.

რეალურად დანაშაული ქვეყანაში შემცირებულია. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დანაშაულები, ეს არ არის კრიმინალური ფონის გაუარესება, კრიმინალური ფონის გაუარესება არის ორგანიზებული დანაშაულის მატება, ეს მთლიან დანაშაულთა სტატისტიკაში, იკავებს ძალიან მცირე ნაწილს.

მე ვფიქრობ, რომ ამ სახით იყოს საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ მას უნდა დაემატოს მუხლები, თუ დაზარალებულის თანხმობა ექნება, მაგალითად  სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, თუნდაც თაღლითობა, თუ აანაზღაურებს მსჯავრდებული ეს ხომ ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება. მე ვფიქრობ, რომ სულ ცოტა ნახევარს მაინც უნდ შეხებოდა, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს ნახევარი გარეთ გამოსულიყო, აქ საუბარია დანაშაულის წლების შემცირებაზე.“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმნულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები