“ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი” – სალომე ზურაბიშვილი

„მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ზვიად გამსახურდია:

„ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები