“კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო იოლად დააინფიციროს ადამიანები” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო იოლად დაასვნებოვნოს ადამიანები. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ახალ შტამს სიკვდილიანობის მაღალი პოტენციალი არ აქვს.

„საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არ აქვს, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს. მას შეუძლია უფრო იოლად დაასვნებოვნოს ადამიანები. სამხრეთ ინგლისში ახლა, ვისაც კოვიდი სჭირს, მათი 30 პროცენტი უკვე ახალი შტამით არის დაინფიცირებული. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ინგლისის მიმართ ყველა ქვეყანამ გაამკაცრა ღონისძიებები, მაგალითად, ინგლისი ახლა ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ, როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები უკვე აღარ გადიან. ინგლისელისთვის შობა და ახალი წელი წმინდათა წმინდაა, მაგრამ შეზღუდვები არნახულად გამკაცრდა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები