„ცოტნე გამსახურდია ჟესტების ენით საუბრობს, თავიდან სწავლობს ყველაფერს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ცოტნე გამსახურდიას გადარჩენა არის სასწაული, რომელიც ექიმების ჩართულობითა და უფლის ნებით მოხდა“ – ეს განცხადება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატმა – ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ცოტნე გამსახურდია ყველაფერს თავიდან სწავლობს.   

„ამ ეტაპზე, ცოტნეს მდგომარეობა შემოიფარგლება რამდენიმე სიტყვით და ჟესტით. მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო პროცესი, მისი გადარჩენა არის სასწაული, უტარდება მას ყველა სათანადო პროცედურა გერმანიაში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, მის მიმართ პროცედურა თუ რაიმე არსებობს ინოვაციური ყველაფერის არის ხელმისაწვდომი, აქ იგულისხმება ფინანსური ხელშეწყობაც, რასაც ბანკი „ქართუ“ ახორციელებს. ექიმები, როგორც ამბობენ კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ ცოტნე სრულფასოვან ადამიანად ვიხილოთ, ამ ეტაპზე ცოტნეს მდგომარეობა შემოიფარგლება რამდენიმე სიტყვით და ჟესტით, არის აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტური. თავიდან სწავლობთ თითქმის ყველაფერს,“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები