“პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება” – მაია ცქიტიშვილი

“პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მოუწია გეგმების გადახედვა და გარკვეული პროექტების დროში გადანაწილება, თუმცა, ამ პერიოდის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება როგორც ჩვენი საერთო გამოწვევა, ასევე ახალი შესაძლებლობაც,” – ამის შესახებ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის მექანიზემები, მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს პრიორიტეტების განსაზღვრაში, დაიხვეწოს პროექტების შესრულების ხარისხის მართვა და მეტი ყურადღება დაეთმოს მენეჯმენტის ხარისხის და ეფექტიანობის ზრდას.

„სამინისტროს პრიორიტეტებში გათვალისწინებულია რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მიმართულება. ჩვენს მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი, საერთო ჯამში, ემსახურება რეგიონის გაძლიერებას, ქვეყნის რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები