8-9 დეკემბერს, ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაიკვანდოში 8-9 დეკემბერს გაიმართება, გამარჯვებულები 9 დეკემბერს 20:00 საათზე დაჯილდოვდებიან. ჩემპიონატს დიღომში მდებარე ფრენბურთის არენა მასპინძლობს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციაში განუცხადეს, ტურნირი ჩატარდება პირად პირველობაში A და B კატეგორიაში. A კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებენ შავი ქამრის მფლობელი სპორტსმენები, რომელთაგან შეირჩევიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები. B კატეგორიაში კი მონაწილეობას მიიღებს ყველა დანარჩენი სპორტსმენი.

შეჯიბრს დაესწრება ტაეკვანდოს მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი – დუხვი ლი, რომელიც 3 წელი იმუშავებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, ასევე მოამზადებს მწვრთნელებს და მსაჯებს. მიწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან კორეის საელჩოს თანამშრომლები საქართველოში.

ტელ: 591287787, 577012911 – ლადო გოგოლაძე

 

მსგავსი თემები

One Thought to “8-9 დეკემბერს, ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება ”

  1. suba suba

    3niyy9 Looking forward to reading more. Great post.Much thanks again. Much obliged.