8 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი  19 პაციენტიდან, 8 პაციენტის პასუხებმა კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

მათ არც a და არც b ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

დანარჩენი 8 პაციენტის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ყველა მათგანი საქართველის მოქალაქეა და შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.

შეგახსენებთ, რომ ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი პაციენტებიდან კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა, მათგან ორმა ირანში იმოგზაურა, ერთმა  კი, რომელმაც საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა იტალიაში.

მსგავსი თემები