გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები ავრცელებენ.

გოგი ქავთარაძე 80 წლის იყო. დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

მსგავსი თემები