გორში კორონავირუსს ორი პედაგოგის სიცოცხლე ემსხვერპლა

კორონავირუსს ორი მასწავლებელი ემსხვერპლა. ორივე გორის რაიონის სკოლის პედაგოგი იყო – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულას საჯარო სკოლის ქართულის და მათემატიკის პედაგოგები.

ერთ-ერთი მათგანი, 62 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული თანმდევი დაავადება ჰქონდა, ის ონკოპაციენტი იყო, რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 42 წლის ახალგაზრდა ქალს არც ერთი თანმდევი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა.

პაციენტი სახლში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მას შემდეგ, რაც 42 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. ფილტვების თითქმის 90% დაზიანებული ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მსგავსი თემები