“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პარტიის წევრები უკვე ერთი საათია დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, ინფორმაციას ამის შესახებ პრეს სამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით განსახილველ თემებს შორის არის პარტიის თავმჯდომარის არჩევის წესი, მაგრამ დღეს თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება. ასევე განიხილება სხვა ტექნიკური საკითხები, სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. 

გრიგოლ ვაშაძის პოსტიდან მოულოდნელად წასვლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება, რომელიც ჩანიშნული არ იყო, ორი დღის წინ გადაწყდა.

მსგავსი თემები