ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში, ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, მათივე ცნობით, საქართველოს საკონსულო ათენში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მუდმივად ეკონტაქტება და ამ ეტაპზე, გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა, ათენში სამუშაოდ იმყოფებოდა.

მსგავსი თემები