სამგორში მოსახლეობის ნაწილი მერიის მიერ უკანონოდ მიჩნეული სახლების დემონტაჟს თავადვე ახორციელებს

მოსახლეობის ნაწილი სამგორში საკუთარი ხელით ანგრევს იმ შენობებს, რომელიც თავად ააშენა.

მერიამ გასულ კვირას გაავრცელეს განცხადება და თქვეს, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა და მოსახლეობას დემონტაჟი მოთხოვა. განცხადებაში მერია მიწის მიტაცებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამას ვერ დაუშვებს და უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ.

მსგავსი თემები