„ის არ არის მგალობელი“ – დეკანოზი თამრიკო ჭოხონელიძის საშობაო გალობაზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ის მგალობელი არ ყოფილა და ტაძარში გამონაკლისი სახით ასრულებდა საშობაო გალობას.  

„რატომ უნდა იყოს განაწყენებული თამრიკო. კარგია, რომ გალობდა. აქ ხანდახან გალობდა, თამრიკო არ არის მგალობელი, ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი. თამრიკოს გარდა, სხვასაც უგალობია ტაძარში. მისი აქ მსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისის სახით. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, აქ უგალობია ნინო ქათამაძესაც, თამრიკო გვერწითელსაც“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებით, მისი კრიტიკული განცხადებების გამო ის დასაჯეს და ტაძარში საშობაო გალობას არ ასრულებინებენ.

მსგავსი თემები