მინისტრის განცხადებით, ვაქცინა მარტის ბოლოს გვექნება

„ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ნებისმიერი სირთულის ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა“, – აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე.

რაც შეეხება „კოვიდ 19“-ს საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის თარიღს, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინა დიდი ალბათობით მარტის ბოლოს გვექნება.

„განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა ნამდვილად არ არის… ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც შესწავლის კომპონენტში, ასევე ინფრასტრუქტურული გაძლიერების კომპონენტში. შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღესდღეობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც გვპირდება ვაქცინის მოწოდებას. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მოსახლეობას სწორად მიეწოდოს. ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა, მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში“, – განაცხადა  ტიკარაძემ.

მსგავსი თემები