2 904 ახალი ინფიცირებული 24 საათში

  •  

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 316 პირი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს,სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია“ – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები