„ექსპერტები მსჯელობენ, ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს და მეორეს მხრივ, შემოტანილი იყოს ვაქცინა“ – ნინო ლომჯარია

  •  

„დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა,რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, საყოველთაოდ არის შეთანხმება, რომ პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

„რამდენიმე ვაქცინა რეგისტრაციის ბოლო ეტაპს გადის, ის ვაქცინები, რაც იწარმოება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ, ასევე არის სხვა ტიპის ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც ნაკლებია ნდობა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქვეყნის შიგნით მოქალაქეების. დღევანდელი შეხვედრის თემა იყო, როგორც უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში ქვეყანა. არის ვაქცინები, რომელთა მიღება უფრო შორეული პერსპექტივაა, იმის გამო, რომე რაოდენობრივად არ არის ხელმისაწვდომი, ან ლოჯისტიკურად მათი საქართველოში ჩამოტანა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. მეორეს მხრივ, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი პანდემიური ვითარება. ამიტომ, დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მსგავსი თემები