“ჩვენი მოწოდება შეზღუდვების მინიმალურად მოხსნა იქნება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები მინიმალურად უნდა მოიხსნას.

ტიკარაძის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ მსჯელობა შემდეგ დღეებში იქნება.

“ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში, კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები