“როდესაც პარტიები უარს აცხადებენ მანდატებზე და მაინც სურთ ფულის მიღება, ეს პოლიტიკური მორალის თემაა” – თეა წულუკიანი

  •  

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუკი პარტიები პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ, დაფინანსებაც არ უნდა მიიღონ. 

“როდესაც ოპოზიცური პარტიები უარს აცხადებენ იმ მანდატების ათვისებაზე, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა, მაგრამ მაინც სურს ამ მანდატებს შესაბამისი ფულის მიღება, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური მორალის თემაა. სახელმწიფო ბიუჯეტი, მით უმეტეს ამ კოვიდის პირობებში არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტია უარს ამბობდეს მანდატებზე. ჩვენ გვახსოვს წარსულში შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ყალბად განაცხადა არ შევდივარ პარლამენტშიო, არ დადიოდა სხდომებზე, მაგრამ ხელფასს მაინც იღებდა,” – აცხადებს თეა წულუკიანი. 

პარტიებს საპარლამენტო მანდატებთან ერთად სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროითაც. კანონპროექტების მიღების შემდეგ კი პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლისთვის კონკრეტული დრო მიეცემათ.

მსგავსი თემები