„ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს“ – ტიკარაძე შეზღუდვის მოხსნაზე

მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება, სადაც არსებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნის საკითხი უნდა განიხილონ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, არსებული აკრძალვის შემსუბუქება დამოკიდებულია პანდემიის მხრივ ქვეყანაში არსებულ რეალობაზე.

„ჩვენი მოწოდება იქნება, შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად. ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები