49 ადამიანი გარდაიცვალა, 2 244 კი განიკურნა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 171 526-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა – 230, იმერეთი – 338, ქვემო ქართლი – 216, შიდა ქართლი – 169, გურია – 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

მსგავსი თემები