24 საათში ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

„ბოლო 24 საათში, ჩატარებული 16 870  ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ  დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს“ – ეს განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  

მსგავსი თემები