მთავრობის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

როგორ გადანაწილდება ადგილები მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.

“მომავალი კვირიდან იქნება უკვე საკომიტეტო მოსმენები დაწყებული მთავრობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან წარდგენა მოხდება სწორედ მომავალ კვირას, პერსონალური შემადგენლობაც მის მიერ იქნება გაცხადებული,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

“ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა თუ ვინ დაიკავებს ადგილს თეა წულუკიანის შემდეგ იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე.

“გვაქვს გარკვეული კონსულტაციები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული,” – აღნიშნა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.

მსგავსი თემები